Wednesday, July 9, 2014

მეცხრე  დღე

მოვისმინეთ  ერთმანეთის პრეზენტაციები. ყველას მიერ წარმოდგენილი პროექტი იყო ძალიან საინტერესო.  ყველას ვუსურვებ უდიდეს წარმატებას თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში.  უღრმესი მადლობა ტრენერს  (ქალბატონ მანანას). 

Tuesday, July 8, 2014

მერვე  დღე
შევქმენით კითხვარი ინტერვიუსთვის,  გამოვაქვეყნეთ და დავდეთ ბლოგზე.  გავაკეთეთ ფეიჯები.  პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ დრაივზე და ფეიჯების სახით დავდეთ  ბლოგზე. 

Monday, July 7, 2014

მეშვიდე  დღე
გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. შევქმენით თვითშეფასების ფორმა  მრავალმხრივი ინტელექტის მქონე მოსწავლისთვის. შევქმენით მოსწავლეთათვის დამხმარე პრეზენტაციის შაბლონი. დავწერეთ პროცედურები ჩვენი პროექტისთვის. 

Thursday, July 3, 2014

მეექვსე  დღე
გავიხსენეთ ბლოგზე პრეზენტაციის ჩაშენება. დრაივში გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლეთა პრეზენტაციები და  გავუკეთეთ კომენტარები. გავეცანით მეხუთე მოდულს.  შევადგინეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.

Tuesday, July 1, 2014

მეხუთე დღე
დრაივში გამოვაქვეყნეთ პრეზენტაცია და განვათავსეთ ბლოგზე. შევქმენით მოსწავლის საპრეზენტაციო ნიმუში.  გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ.