Wednesday, July 9, 2014

მეცხრე  დღე

მოვისმინეთ  ერთმანეთის პრეზენტაციები. ყველას მიერ წარმოდგენილი პროექტი იყო ძალიან საინტერესო.  ყველას ვუსურვებ უდიდეს წარმატებას თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში.  უღრმესი მადლობა ტრენერს  (ქალბატონ მანანას). 

Tuesday, July 8, 2014

მერვე  დღე
შევქმენით კითხვარი ინტერვიუსთვის,  გამოვაქვეყნეთ და დავდეთ ბლოგზე.  გავაკეთეთ ფეიჯები.  პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ დრაივზე და ფეიჯების სახით დავდეთ  ბლოგზე. 

Monday, July 7, 2014

მეშვიდე  დღე
გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას. შევქმენით თვითშეფასების ფორმა  მრავალმხრივი ინტელექტის მქონე მოსწავლისთვის. შევქმენით მოსწავლეთათვის დამხმარე პრეზენტაციის შაბლონი. დავწერეთ პროცედურები ჩვენი პროექტისთვის. 

Thursday, July 3, 2014

მეექვსე  დღე
გავიხსენეთ ბლოგზე პრეზენტაციის ჩაშენება. დრაივში გავუზიარეთ ერთმანეთს მოსწავლეთა პრეზენტაციები და  გავუკეთეთ კომენტარები. გავეცანით მეხუთე მოდულს.  შევადგინეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.

Tuesday, July 1, 2014

მეხუთე დღე
დრაივში გამოვაქვეყნეთ პრეზენტაცია და განვათავსეთ ბლოგზე. შევქმენით მოსწავლის საპრეზენტაციო ნიმუში.  გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ.  

Monday, June 30, 2014

მეოთხე დღე
   გავეცანით შეფასების ხუთ  მიზანს, ხუთივე მიზნისთვის შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და დამთავრების შემდეგ. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.  საჭიროებების დასადგენად შევქმენით შეფასების ჩარჩო "ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე". შევქმენით პორტფოლიოს პრეზენტაცია.

Wednesday, June 25, 2014

მესამე დღე

   ერთმანეთის ბლოგებზე გავაკეთეთ კომენტარები, გადავხედეთ სტანდარტებს არის თუ არა ისინი მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი, ამაში დაგვეხმარა ბლუმის ტაქსონომია. სტანდარტიდან ჩამოვწერეთ ისეთი ამოცანები რომელთა შეფასებაც არის შესაძლებელი.   დავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

Tuesday, June 24, 2014

მეორე დღე

  მოვისმინეთ ერთმანეთის იდეები, მოვძებნეთ ეროვნული სასწავლო გეგმა, გადმოვწერეთ   შედეგები და ინდიკატორები  ასევე  21-ე საუკუნის უნარებიდან და ჩავსვით  სასწავლო  პროექტის გეგმაში, ასევე  განვიხილეთ  ბუკლეტების ნიმუშები და  გავაკეთე ბუკლეტი.     დღევანდელი  დღეც  ძალიან  საინტერესო იყო.

Monday, June 23, 2014

  პირველი დღე  
    გავეცანით  პროექტებით  სწავლების  საიტს  http://tpdc.ge/essentials,  პირველ  მოდულს  მესამე  აქტივობამდე,  რომელიც  ძალიან  საინტერესოა.  შევქმენით  პორტფოლიო  სადაც  შევინახეთ: პროექტის  მახასიათებლის  ჩეკლისტი,  სასწავლო  პროექტის  გეგმის  შაბლონი.   დავალებად  გვაქვს  საპროექტო  იდეის  მოფიქრება.